დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლეს? რა გადაწყვეტილებას მიიღეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამ დრომდე უცნობია. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მესამე დღეა კონსულტაციები მიმდინარეობს.
მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ლეგიტიმაციას შენობა არ სჭირდება და ის პროცესები რაც ახლა მიმდინარეობს არაკანონიერია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა დაცინვის ობიექტიც გახდეს.