თორნიკე რიჟვაძემ აზერბაიჯანის საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

26 დეკემბერი 2024, 19:58 350 ნახვა
00:00
00:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ,,აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბათუმში, აზერბაიჯანის საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, აზერბაიჯანელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა  და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში