ქობულეთის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მერმა წარუდგინა. მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი 82-მილიონ ლარზე მეტია. მერის ინფორმაციით, 45 მილიონი ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაფინანსება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 9-მილიონი ლარით. გარემოს დაცვა 8-მილიონი, განათლება-კულტურა-ტურიზმი 19-მილიონი ლარს შეადგენს. როგორც ქობულეთის მერმა განაცხადა, 2025 წელს დაიწყება ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების დაანონსებული პროექტის განხორციელება, ასევე მეეზოვეები მიიღებენ პრემია-დანამატს და 2025 წლის იანვრიდან ხელფასებიც გაეზრდებათ. ბიუჯეტით გათვალისიწნებულია მერიაში და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა სახელფასო ანაზღაურების ზრდის საკითხი. საკრებულოს სხდომებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ფრაქციის წევრები ბოიკოტის ნიშნად დაახლოებით 7-თვეა არ ესწრებიან.