ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 29 მილიონ 973 ათას 500 ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 286 ათას 200 ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, 6 მილიონ 039ათას 700 ლარს შეადგენს ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისების განვითარებისთვისთვის საჭირო ბიუჯეტი. იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მომავალ წელს ტენდერი გამოცხადდება და მოხდება სოციალური სახლის მშენებლობა. 60 000 ლარის ღირებულებით მოხდება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა. დაგეგმილია როგორც სოფლებში ასევე მთებში სპორტული მოედნების მშენებლობა/ რეაბილიტაცია. რიგ მთებში გათვალისწინებულია ელექტრო გადამცემი ქსელის აღდგენა. მოხდება დაბა ქედის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. წელსაც გაგრძელდება „ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების“ პროგრამა. 45 000 ლარით დაფინანსდა „ ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“. მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის მილიონ ასი ათასი ლარია გათვალისწინებული. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის 978 900 ლარია გამოყოფილი. განათლების ბიუჯეტი 3 561 800 ლარით, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის 6 638 300 ლარით განისაზღვრა. მერის სარეზერვო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს. საკრებულოს სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი ესწრებოდა.