როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს, ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა ფორმალურად დაასანქცირეს - რასა იუკნევიჩიენე

28 დეკემბერი 2024, 10:03 149 ნახვა

როგორც იქნა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპამ ამ მაგალითს უნდა მიბაძოს.

„წევრი სახელმწიფოს ლიდერებო, ძვირფასო, კაია კალას და მარტა კოს, დროა, ლიდერობის გამოჩენის და თბილისისკენ გამგზავრების. საქართველოს მომავალი ევროპული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში