ზელენსკი ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის ასანქცირებენ - მამუკა მდინარაძე

28 დეკემბერი 2024, 11:46 270 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

„ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის - ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც“, - წერს მამუკა მდინარაძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში