ორი ევროპარლამენტარი ოპოზიციას შეხვდა

28 დეკემბერი 2024, 15:09 126 ნახვა

ლიეტუვას და პოლონეთის ევროდეპუტატები საქართველოში არიან, ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მანამდე კი შეხვედრა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართეს, ევროდეპუტატები მიესალმებიან აშშ-ის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტარების ქვეყანაში ჩამოსვლა დასტურია რომ მათ აინტერესებთ და აწუხებთ ის რაც ქვეყანაში ხდება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში