დღეს, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება

29 დეკემბერი 2024, 09:55 92 ნახვა

დღეს, ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

ცერემონია პარლამენტში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება.

ინაუგურაციას საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართელოს მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

სპეციალურად ამ დღისთვის, დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია.

დღეს, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს - ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს, 224 ხმით აირჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში