საქართველოს დღეიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება - მამუკა მდინარაძე

29 დეკემბერი 2024, 10:42 200 ნახვა

დღეს ისტორიული დღეა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.

კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში