საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია - გამოხმაურება

29 დეკემბერი 2024, 18:19 225 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ღირსება გადაარჩინა- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ X-ზე დაწერა, ლიეტუვის პრეზიდენტი კი საქართველოში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა.

გიტანას ნაუსედას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დღე „ტრადიციულ“ ევროპულ დემოკრატიაში, სადაც „ოცნების“ პარტიას სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა. ესტონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე.

შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კი სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში