პრეზიდენტის ინაუგურაცია - გამოხმაურება

29 დეკემბერი 2024, 19:57 198 ნახვა

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან მიმართებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი, რათა საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ აღდგეს.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიან და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, რომელსაც მინისტრები ითხოვენ.
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში