პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტის ინაუგურაცია, აქციები რუსთაველის გამზირზე, დაშავებულები და დაკავებულები, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანლკის მიერ შეჩერებული პროექტები- ამ საკითხებზე ჰქონდა ბრალდებები წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე მისულ ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს ვაჟა დარჩიას მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ.
იყო სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი, არგუმენტების გაცვლა და საკუთარი პოზიციების კონკრეტული ფაქტებით გამყარება. დეპუტატებმა 11 საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით 8 ოჯახს საახალწლოდ ბინები დაუკანონდება და ასევე განიხილეს კონკრეტულ მისამართებზე მიწის პრივატიზების საკითხები.