რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტზე ისაუბრა

05 იანვარი 2025, 20:14 1018 ნახვა

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი. ჩქაროსნული მატარებლის ხაზი სამსუნიდან დაიწყება.

თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს.

თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრ, აბდულკადირ ურალოღლუს თქმით, 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში