პროტესტის 39-ე დღე

06 იანვარი 2025, 11:05 141 ნახვა

აქციის 39-ე დღე ბათუმში, მოქალაქეები ისევ აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და იმ პირების დასჯა,  ვინც აქციის მონაწილეებზე იძალადა.

პროტესტის მონაწილეები არ აღიარებენ ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, არ ეთანხმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით და ქვეყნისთვის დასავლური კურსის შენარჩუნებას ითხოვენ.

აქციაზე პედაგოგები, ლექტორები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქცია დღესაცაა დაგეგმილი, მოქალაქეები ლოზუნგით "ერთად შევხვდეთ შობას!" საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში