“ერთობით შობის ღამეს“ - ამ იდეის ირგვლივ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ბათუმში აჭარის მთავრობის შენობასთან. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე საშობაო ნუგბარი და სანთლები დაურიგეს მოქალაქეებს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში გადავიდნენ და საშობაო ლიტურღიას შეუერთდნენ.
აქცია და მსვლელობა გაიმართა დედაქალაქშიც. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ და საშობაო ალილო შეასრულეს.
შობის დღესასწაულს დაესწრო აქციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.