პია კაუმას გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რეალურად თვითონ შეიგრძნო ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი.
კობახიძის შეფასებით, პია კაუმამ დაინახა ისიც, რომ ლიბერალური ფაშიზმი ქართული მოვლენა არ არის და მასშტაბურად კოორდინირებულია.
ოპოზციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში, ვიდრე აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიზიტის გადადება სწორი გადაწყვეტილება იყო.