ეს არის ღია მხილება, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა - პაპუაშვილი ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებაზე

07 იანვარი 2025, 14:21 187 ნახვა

სირცხვილია, როდესაც მსგავს რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა.

„ეს ხომ ღია მხილება არის, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა. ეს არის ის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მკვლევარის სტატუსი მისცეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, თუ რა როლი ჰქონდა მას იმ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათ მიერ დაწერილი პირდაპირი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნთონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ დამკვირვებლები, მაინც იქნება პროტესტი და ამ პროტესტს მხარი უნდა დავუჭიროთო. შემდეგ გახსოვთ როგორი იმედგაცრუებული და გაკვირვებული იყო ქალბატონი ლორა თორნთონი, მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. საერთო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში