ფეისბუკი ფაქტჩეკერთან და მითდეტექტორთან თანამშრომლობას წყვეტს

07 იანვარი 2025, 19:53 140 ნახვა

კომპანია Meta თავის სოციალურ პლატფორმებზე, „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „სრედზე“ ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმებასა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს, ხოლო მის ნაცვლად „საზოგადოებრივი შენიშვნების“ ისეთივე სისტემის დანერგვას აპირებს, როგორიც ილონ მასკის პლატფორმა X-სთვის გამოიყენება.
კომპანიის დამფუძნებლის, თქმით, მოდერაციის ამჟამად მოქმედი პრაქტიკა დაფუძნებულია საგანგებოდ შერჩეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების მიერ ფაქტების გადამოწმებაზე, თუმცა ასეთი ორგანიზაციები, შესაძლოა, პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და, შედეგად, მათ უფრო მეტად გაანადგურეს ნდობა, ვიდრე სარგებელი მოიტანეს. ფაქტების გადამოწმების სისტემა 2016 წელს ამოქმედდა და სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტის სამართავად და პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
ცუკენბერგის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ წლებია, „ფეისბუქის“ მთავარი ცენზორები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეოსექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი არიან.
დღეს „ფეისბუქმა“ აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში