ნიგაზეულის მცხოვრებლები გვირაბის მშენებლობის წინააღმდეგ 

22 აპრილი 2017, 00:00 2712 ნახვა

ნიგაზეულის მოსახლეობა “შუახევიჰესის” მშენებლობისთვის სოფელში გვირაბის გაყვანას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები დამშრალ წყლებს, დაბზარულ საცხოვრებელ სახლებს და გააქტიურებულ მეწყრულ პროსეცესებს, ჰესების მშენებლობას უკავშირებენ. ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელიც სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და წყლის მიყვანას ითვალისწინებს. მოსახლეობისთვის პროექტები მიუღებელია და მას დაგვიანებულად მიიჩნევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში სოფელს გეოლოგები განმეორებით შეისწავლიან.

ამავე კატეგორიაში