ბათუმში აქციაზე დაკავებული ქალები, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულებს შორის არიან გამოცემა "ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი და აქტივისტი, ციალა ქათამიძე.
აქციის 10 მომაწილე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე, დღეს საღამოს დააკავეს.
ბათუმის სამმართველოსთან, კვლავ, რჩებიან მოქალაქეები.