ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ხმაურია.
სიტყვიერი დაპირისპირება "დროას" ლიდერ, ელენე ხოშტარიას მიერ პოლიციის მანქანებზე სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყო.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები, გუშინ, აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ.
11-12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი პატიმრობაში რჩება. ხოლო ერთს, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც ხელმეორედ დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.