დასუფთავების აქცია ქედაში

21 აპრილი 2017, 00:00 1881 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია გამართულიყო, აჭარაც შეუერთდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რეგიონის პირველმა პირმა, ადგილობრივებთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. აქციის მიმდინარეობისას, ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ქედის 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს, გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში, 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველა სოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს.

ამავე კატეგორიაში