საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიღებულია

22 აპრილი 2017, 00:00 2441 ნახვა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს 48 ხმით, სამის წინააღმდეგ დაუჭირა. კომისიამ სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის რედაქციასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გადასინჯვის პროექტის რედაქციას კენჭი ცოტა ხნის წინ უყარა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ,  მმართველმა პარტიამ, არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 3%-მდე დაწევას, სასამართლოსთან მიმართებით არსებულ რეკომენდაციას,  და პრეზიდენტის არჩევის წესს. არასამთავრობო ორგანიზაციები, გეგმავენ აღნიშნული რეკომენდაციებით ვენეციის კომისიას მიმართონ. ახლა ჯერი საყოველთაო სახალხო განხილვებზეა, რომელიც მაისის შემდეგ დასრულდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მათ, კომისია ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში