აქციის მონაწილეები, საპროტესტო მსვლელობით, წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ გადაადგილდებიან

12 იანვარი 2025, 22:54 123 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები, საპროტესტო მსვლელობით, წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ გადაადგილდებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ, წინასწარი დაკავების იზოლატორთან გააპროტესტებენ 11-12 იანვარს, ბათუმში, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებას.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, დღეს, 7 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: გიორგი კირთაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა, ელენე ხოშტარია, გურამ მურვანიძე.

დაკავებებს წინ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ხმაური აქტივისტების მიერ, გაფიცვის მოწოდების სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში