აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია დასრულდა.
პროტესტის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, პროტესტი, ხვალ, 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განახლდება. სწორედ, ამ დროისთვისაა ჩანიშნული 11-12 იანვარს დაკავებულ პირთა ნაწილის სასამართლო პროცესი.