რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს

13 იანვარი 2025, 10:01 73 ნახვა

თბილისში რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით  166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორანთან, სადაც მოსართლეების კორპორატიული შეკრება იმართებოდა  ვითარება არაერთხელ დაიძაბა.

ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება იყო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ადგილზე სპეციალური კორდონი იყო  მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეებმა გვიან ღამით  ტერიტორია დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში