ფიზიკური დაპირისპირება აბუ დაბიში დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის

13 იანვარი 2025, 14:01 122 ნახვა

ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის. ინციდენტი აბუ-დაბიში, სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ირაკლი ზარქუამ სავარაუდოდ  საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.  

ლაშა გაბიტაშვილი  მომხდარს   გუშინდელ ფაქტს უკავშირებს,  რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

''ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა,  „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გავრცელდა კიდევ ერთი ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა აბუ დაბის პოლიციას ესაუბრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში