საპროტესტო აქცია თბილისში

14 იანვარი 2025, 09:05 112 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე შეურთდა. მიხაილ როთი აქციაზე დემონსტრანტებს გაესაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ნორმალურია, თუმცა საქართველოს მთავრობას არ სურს უკეთესი გახდეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას საპროტესტო მსვლელობით „ფარმაცევტების მარში" შეუერთდა.

ასევე, პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის მხარდამჭერები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში