მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა - ბრიტანეთის ელჩი

15 იანვარი 2025, 17:25 91 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ელჩ გარეტ უორდის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება, მიუღებელია“.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით.

ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია.

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“, – ნათქვამია გარეტ უორდის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში