მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

16 იანვარი 2025, 10:09 109 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში