უწყვეტი პროტესტი და აქციის 49-ე დღე ბათუმში. შეკრების ეპიცენტრი ისევ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია იყო. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, თეატრალები და სტუდენტები კვლავაც ითხოვენ ხელახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სლოგანით და პლაკატებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობებიც. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს.
ასევე, პროტესტის მონაწილეები იმყოფებოდნენ ხელოვნების უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა.