გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება - განაცხადეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში.
თუმცა აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თქვეს ის, რომ სამართალდამცველები მომხდარს სწავლობენ, რაშიც საელჩოს ინფორმაციითვე ჩართულები არიან ინციდენტში მონაწილე პირები.
შეგახსნებთ, 3 დღის წინ აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.