“ძლიერი საქართველოს” შეხვედრები კონგრესში

16 იანვარი 2025, 09:10 76 ნახვა

,,ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენებს რონალდ ესტესს და კეროლ მილერს შეხვდნენ.

ორივე პოლიტიკოსი "მეგობარი აქტისა" და "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის მხარდამჭერია. ახალი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან - ეს იყო კონგრესში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა.

გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმასა და მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ამერიკელმა კონგრესმენებმა ინფორმაცია პირადად ქართველი პოლიტიკოსებისგან მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში