აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

16 იანვარი 2025, 20:04 91 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, მაკა ბოჭორიშვილი მის კოლეგას უკვე შეხვდა, გაკეთდა მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, ბაქოში განახორციელოს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოჭორიშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება, მთავრობის ფორმირება და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში