პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში

17 იანვარი 2025, 09:45 74 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ, ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აზერბაიჯანში  პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება   საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელიც უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში