საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

17 იანვარი 2025, 14:18 107 ნახვა

ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.  მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში