ვიზიტი ბოლო ათ თვეში მესამედ და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად - ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც პირისპირ ფორმატში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მანამდე კი ასევე აზერბაიჯანელ კოლეგას.
ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ კი, მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.