პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

17 იანვარი 2025, 18:14 105 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში