ზურაბიშვილი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ტრამპის ინაუგურაციაზე

17 იანვარი 2025, 20:03 130 ნახვა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც დაესწრებიან.
კოალიციის ინფორმაციით, შტატებში მყოფი პარტიული ლიდერები ღონისძიებაზე კონგრესმენებმა მიიპატიჟეს. ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით კი კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან აშშ-ში, რათა 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი, პრემიერის თქმით, პროტოკოლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში