ქობულეთში ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება

23 აპრილი 2017, 00:00 3238 ნახვა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.  დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი და საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

როგორც მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურში ამბობენ მიმდინარეობს აღდგნითი სამუშაოები. ასევე გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. გამგებაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 595 70 44 00, 555 34 01 95.

ამავე კატეგორიაში