თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე. რექტორის ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ორ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარეს არჩილ გუჩმანიძეს.
სწორედ მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა.
ამასთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში შესაბამის უწყებებში მიმართვა უნდა განხორციელდეს, რაც შეეხება ტიტე აროშიძეს მისი შეფასებით, იგი პროფესიონალია და მისი არჩევის შემთხვევაში ღირსეულად გაუძღვება უნივერსიტეტის განვითარებას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი ახალ რექტორს ხვალ ირჩევს.