მედიამენეჯერის დაკავება და მოთხოვნები ირაკლი დგებუაძის გადაყენების შესახებ - თორნიკე რიჟვაძის გამოხმაურება

20 იანვარი 2025, 15:01 111 ნახვა

არაკეთილმოსურნეების მხრიდან ქვეყნის შიგნიდან და გარედან ორკესტირებულად  მართული პროცესები - ასე უწოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

თორნიკე რიჟვაძემ  პირველი შეფასება გააკეთა მედიამენეჯერ, ,,ნეტგაზეთისა’’ და ,,ბათუმელების’’ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაკავებასა და საზოგადოების მოთხოვნაზე უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმში პოლიციის უფროსს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პოლიციელზე ხელის აღმართვა დანაშაულია, არამხოლოდ სამარალდამცავის, არამედ სახელმწიფოს მიმართ. უფრო მეტიც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხდა გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძეს მართლწესრიგის უზრულველყოფისთვის. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი