აქცია რექტორის არჩევნების მიმდინარეობისას

21 იანვარი 2025, 18:00 216 ნახვა

ხმაურის ფონზე ჩაიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებმა. სტუდენტები ტიტე აროშიძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ და აკადემიური საბჭოს სხდომათა დარბაზის კარზე ბრახუნით მას და საბჭოს წევრებს დისკომფორტს უქმნიდნენ.
პროტესტს დღეს რამდენიმე ლექტორიც შეუერთდა. ისინი სტუდენტების მსგავსად მიიჩნევენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ასევე ყოფილი დეპუტატი, ხელისუფლებამ რექტორად უნივერსიტეტის გასაკონტროლებლად დანიშნა.
უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძეს ისინი არალეგიტიმურ მმართველად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მას დისკომფორტს სხვა დროსაც შეუქმნიან.
სტუდენტების პროტესტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სხვა სტუდენტებსა და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს შორის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი