ევროპარლამენტარებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გზავნილები და ამის შემდგომი ნაბიჯები სანქციები იქნება - მიაჩნია ოპოზიციის ნაწილს.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გატარდება ზომები.
პარლამენტში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ამ მოწვევაში გაცილებით მეტი ევროპარლამენტარია, ვინც საქართველოსთან მიმართებაში სწორ განცხადებებს აკეთებს.