გიორგი გახარია თავდასმაში ბიძინა ივანიშვილს დებს ბრალს

22 იანვარი 2025, 19:47 130 ნახვა

„ მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება, - ამის შესახებ განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით თავდასხმის დამკვეთი და შემსრულებელი მმართველი პარტიაა და ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა: „ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი