ახალ აშენებულ სოციალურ სახლში წყლის მილი დაზიანდა

24 აპრილი 2017, 00:00 3550 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, ეკომიგრანტების სახლში შემავალი წყლის ცენტრალური მილი  გასკდა და მსხალაძეების ბინა დატბორა. მთლიანად დაზიანდა იატაკი და ავეჯი. ეკომიგრანტების თქმით, 4 თვის წინ აგებულ სახლში მსგავსი ავარიული სიტუაცია არ უნდა შექმნილიყო. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

 ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძის განცხადებით,,   სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები  ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. თუ მშენებელი კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება, ისინი არსებულ ხარვეზს საკუთარი სახსრებით გამოასწორებენ. 

ამავე კატეგორიაში