ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის - ირაკლი კობახიძე

24 იანვარი 2025, 13:06 149 ნახვა

ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას დაელოდება.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან რაც მთავარია, არის სრული მზაობა, იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში