ბათუმში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ვიდეომასალა გაასაჯაროოს და გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.
პარტიის წევრები აჭარის პრკურატურას "ქართულ ოცნებასან" კავშირში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ბათუმში, „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით 15 იანვარს დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.