ოპოზიციის მიმართვა ევროსაბჭოს

25 იანვარი 2025, 12:06 190 ნახვა

ევროსაბჭოში „ძლიერი საქართველოს“, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებებისთვის მიერ გაგზავნილი წერილი, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო ასამბლეისგან ითხოვენ არ ცნონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება პოლიტიკური შეფასებების თემაა. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დღის წესრიგშია და მას 20-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ოპოზიციის მოთხოვნის ინიცირება სტრასბურგში სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ოპონენტები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ძალების გავლენების გამო აზიანებენ. ოპოზიციაში  კი საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში