საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები

24 აპრილი 2017, 00:00 1974 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სეიფულა ჰაჯიმ უფთუოღლუს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ასევე, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. საუბარი ასევე შეეხო ორი სახელმწიფოს პირველი პირების შეხვედრას, რომელიც, სავარაუდოდ, წელს შედგება.

ამავე კატეგორიაში